Foto

ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ - ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს შეეჯახა. ხიდზე მოძრავი მანქანები წყალი ჩაცვივდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა CNN-ს განუცხადა, ამ დროისთვის სანაპირო დაცვა და მყვინთავების ჯგუფი 20-მდე ადამიანს ეძებს.

მისივე თქმით, პორტის ირგვლივ ტემპერატურა, დაახლოებით, -1° C იქნება.