სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი საარჩევნო ყუთები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ევროპული სახელმწიფოები ატარებენ თავისი მიგრანტებისთვის.
"სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი საარჩევნო ყუთები. ბოდიში, თუ ვიღაცას "პადიეზდთან" ან სამსახურთან ვერ დავუდგით ყუთები. არ არის ამის არც ვალდებულება და არც აუცილებლობა. როგორც სხვა ქვეყნები ატარებენ, ევროპული სახელმწიფოები ატარებენ თავისი მიგრანტებისთვის, ზუსტად ისე გავაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ზარქუამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press