რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს.
კითხვას - ტრაგედიის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას თუ უკრაინა? - პატრუშევმა ასე უპასუხა:
"რა თქმა უნდა, უკრაინა".
შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.
ოფიციალური ვერსიით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press