საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
პაპუაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს.
26 მარტს დინამო არენაზე დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press