28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იქნება: საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წელში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.
"აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press