გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება, ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა სამწვრთნელ გუნდს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
“გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა ამ წარმატებისთვის. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. სრულიად საქართველოს გილოცავთ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press