აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, აშშ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვას შეძლებს.
"წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტურად შევამციროთ ფედერალური დეფიციტი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბევრი რამ - მათ შორის, შეგვიძლია, უკრაინა იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცვათ", - განაცხადა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press