ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვის ტექსტშია ნათქვამი.
პატრიარქმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს და გულშემატკივრებს გუშინდელი გამარჯვება მიულოცა.
„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.
მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.
მამაშვილური სიყვარულით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - ნათქვამია ილია მეორის მილოცვის ტექსტში.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press