Foto

მამუკა მდინარაძე - დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო - სადაც ოპოზიცია დარტყმებს ახორციელებს, სინამდვილეში იქ პროგრესია

პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, საერთო ჯამში დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო. ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ათასჯერ წინ რომ ვართ, არც მინდა შევადარო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს,  იმას რომ ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ესენი [ოპოზიცია] დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში, თურმე, პროგრესია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო - საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანით გაიზარდა.

„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ შემოდის, შენი ქვეყანა რაღაცით მისთვის მიმზიდველია. ხომ ლაპარაკობდნენ რუსებზე, მათ თქვეს, რომელიღაცა არგუმენტი იყო, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს ავიღებთ, 50 000 მოქალაქით მეტია გასულიო. ვთქვათ, ასეა. „ნაცების“ დროს, როდესაც ევროპის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო გახსნილი, 250 ათასი ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. მათ ჰქონდათ უარყოფითი მიგრაციული სალდო, ემიგრანტების, საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა გაეზარდათ, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანით. 

მარტო საქართველოს მოქალაქეებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ვთქვათ, დავუჯეროთ იმ ციფრს, რაც მათ დათვალეს და 50 ათასი ადამიანით მეტია გასული, ეს იმას ნიშნავს, რომ 52 400 ადამიანით მეტი შემოვიდა, ამბობენ, რუსების ხარჯზე. სად არის ტყუილი - თუ 2 400 არის პოზიტიური მიგრაციული სალდო, ანუ ნიშნავს, რომ თუ ჩვენი ქვეყნის 50 ათას მოქალაქეს დატოვებული აქვს, მათ გამოანგარიშებას რომ მივყვეთ, 2 400 რომ დავამატოთ, შემოსულა უკან ეს პოზიტიური სალდო რომ მიგვეღო, ანუ პლიუსში რომ გვქონოდა ეს ციფრი 52 400 ადამიანით მეტი. ახლა ამბობენ, რუსები არიანო. 35 ათასამდე მარტო აქ არის უკრაინელი ლტოლვილი. ანუ, 20 ათას კაციანი სივრცეც აღარ რჩება მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. იქ რუსიც არის, ბელარუსიც, თურქიც, აზერბაიჯანელიც, სომეხიც, რომელიც ამ წუთში, მიგრაცია ხომ მუდმივი პროცესია, გადიან, შემოდიან, ანუ, სულ გვაქვს 15-დან 20 ათას კაცზე ლაპარაკი, უკრაინელების გარდა, რომელიც საქართველოში არის ამ წუთში და 20 ათასი კაცი, უკრაინელები რომ გამოვრიცხოთ, ლტოლვილები არიან, მივიღეთ გულით, სულით, ვეხმარებით, სკოლები და ბაღები გავუხსენით მათ შვილებს და ა.შ. არავის ვამადლოთ არაფერს, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ,  მაგრამ 20 ათას კაციანი სივრცეც არ არის მათი მანიპულირების. ანუ აქ, ამ მარტივ ციფრებში უკვე დავადასტურეთ, რომ რუსების შემოსვლა და არგასვლა არის ცალსახა ტყუილი. ქვეყანას აქვს დადებითი მიგრაციული სალდო. მარტო საქართველოს მოქალაქეებზე რომ ავიღოთ, ამ შემთხვევაშიც, ის წასული რომ არის, თავის თავზე ცუდად იღებს.

დაჭერილი აქვთ ეს მომენტი, რომ მე ხომ წამოვედი ჩემი ქვეყნიდან, ჩემნაირი, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, დაიჯეროს 800 ათასი ყოფილა. ეგეთი ტყუილი როგორ უნდა აკადრო? 2 400 ადამიანით მოსახლეობის  რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ციფრი, მაგრამ სიმბოლურია, რომ  პლიუსში გავედით. შენ რომ ეუბნები, რა 800 ათასი? რამდენი ადამიანიც გავიდა იმას ამბობენ და რამდენიც შემოვიდა, იმას არა. მე და თქვენც ვართ იმ 800 ათასში. ვეუბნები, იმ 800 ათასში შენც ხარ და აქ არ ხარ ახლა?  ემიგრანტებს დასცინისო. რა სჭირთ ემიგრანტებს ჩვენი ან დასაცინი, ან მათი სალაპარაკო? ათასჯერ ღირსეულია ეს ხალხი მათზე. უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და უამრავთან მქონია შეხვედრა, ვუსმენ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები არიან, ეგენი რომ წარმოაჩენენ რაღაცეებს, რომ გონიათ ემიგრანტები და რატომ არ ვუხსნით ყველა ქალაქსა და დაბაში უბნებს და რაღაცეებს, ჩააჭირეს რაღაც თემას და ურევენ ერთმანეთში ელექტრონულ და დისტანციურ არჩევნებს. 

ანუ დასკვნა - სადაც პოზიტივში წავედით, სადაც წარმატება გვაქვს, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი გადაწყვეტილი და კარგად კი არ არის იმ ნაწილში. ემიგრაციასთან დაკავშირებით წარმატება გვაქვს, მაგრამ მეტი წარმატება გვჭირდება, რომ ეს ხალხი, ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დავაბრუნოთ.

სიღარიბე გავანახევრეთ, მაგრამ მეორე ნახევარზე გვაქვს ახლა სამუშაო. სასამართლო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კიდევ გასაზრდელია. ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ათასჯერ წინ რომ ვართ, არც მინდა შევადარო მაგათ დროს და სადაც წინ გავიჭერით, იმას რომ ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია იცოდეს, სადაც ესენი დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში, თურმე, პროგრესია“,- თქვა მდინარაძემ.