"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა "ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
მათი ცნობით, თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.
"ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "საქართველოს ფოსტას" შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press