საქართველო EURO2024-ს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში, დაახლოებით, 30 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით, დაახლოებით, 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
"რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:
Georgian Airways:
- თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;
- თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.
Wizz Air:
- ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;
- ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;
- ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;
- ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;
- ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.
Lufthansa:
- მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.
Eurowings:
- ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;
- დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.
სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით",- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.