მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.
როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ასეთი განცხადებების ავტორს „სერიოზული პრობლემები აქვს".
„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო, არ ვიცი, მაგ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, „გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი", კალაძემ ასე უპასუხა:
„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცეებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცეები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press