მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა:
„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ, ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში".
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press