Foto

ზელენსკი - ტერორისტულ ქვეყანას ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება სურს, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა

ტერორისტულ ქვეყანას სურს, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება, მაგრამ ახლა არა მხოლოდ უკრაინა, მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, თუ ომი დროულად არ შეჩერდება, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

„გამოწვევები ძალიან სერიოზულია. რუსი ტერორისტები კვლავ თავს დაესხნენ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. განვიხილეთ ფიზიკური დაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდები და მათი განხორციელება სხვა ობიექტებში. ტერორისტულ ქვეყანას სურს, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება, მაგრამ ახლა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.