საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა.
როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, მან არაერთხელ მიმართა და კვლავ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება.
"ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა", - განაცხადა ლუბინეცმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press