Foto

გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 273-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 537 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო  1 273-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

  • დონეცკის რეგიონში - 524;
  • ხარკოვის ოლქში - 343;
  • კიევის ოლქში - 130;
  • ჩერნიგოვის ოლქში - 72;
  • ლუგანსკის ოლქში - 67;
  • ნიკოლაევის ოლქში - 103;
  • ხერსონის ოლქში - 149;
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 100;
  • დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.  

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, ბომბავენ სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.