ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო დაჭრილების გამოყვანაც კი არ შეუძლიათ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
როგორც კალასი აღნიშნავს, საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანის უზრუნველყოფით, უკრაინული ჯარი საპასუხო დარტყმას განახორცილებს, რაც ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.
„ცოტათი შეშფოთებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ და ვაქებთ, მაგრამ უკრაინიდან მოდის ცნობები, რომ ჯარისკაცებამდე საბრძოლო მასალა არ აღწევს. თუ ამას უზრუნველვყოფთ და საბრძოლო მასალას უკრაინაში ჩავიტანთ და უკრაინული ჯარი საპასუხო დარტყმას განახორციელეს, ეს ეფექტიანი ნაბიჯი იქნება. ახლა ვკითხულობ მემორანდუმებს, რომლებშიც ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო დაჭრილების გამოყვანაც კი არ შეუძლიათ“, - განაცხადა კაია კალასმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press