აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა განაცხადა.
კოპირკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, შეასრულოს თავისი მოკავშირული ვალდებულებები სომხეთის წინააღმდეგ საგარეო აგრესიის შემთხვევაში და სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებებს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები უფრო ფართო დაპირისპირების ობიექტი ხდება და ამას აშშ არ მალავს. ისინი ღიად ამბობენ, რომ სომხეთთან ურთიერთობას უყურებენ სწორედ რუსეთთან და ირანთან დაპირისპირების კონტექსტში. ეს ძალიან საშიშია და შეიძლება, რეალური ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თუ სომხურ მხარეს არ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, დაიცვას ჩვენი ურთიერთობების მთელი რიგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის”, - განაცხადა სერგეი კოპირკინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press