უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას".
„ასიათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის, რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვი დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა, ასევე ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა. უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ.
შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება და ეს კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ იშრომა, იწვალა, თუმცა მაინც არაფერი არ გამოდის, რადგან მილიონ ბიუროკრატიულ პრობლემას აწყდება ამ ქვეყანაში. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ",- თქვა ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press