თურქეთის ადგილობრივი არჩევნები ჩვენი დემოკრატიის შესაფერისად დასრულდა,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, „31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია".
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად.
შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა“,- განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, როგორიც სურდა და როგორსაც იმედოვნებდა.
შეგახსენებთ, ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, სახელწოდებით „სამართლიანობისა და განვითარების პარტია” ხმების 35,78% მოიპოვა.
არჩევნები გუშინ, 31 მარტს ჩატარდა. ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელთათვისაც 206 845 საარჩევნო უბანი მუშაობდა. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press