მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძე "ფეხბურთში გრძნობს თავს ბედნიერად" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების დროს, "ემოციაზე ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი".
„კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებები "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების შესახებ "რეალობას ძალიან აცდენილია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press