Foto

Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია - გადაიხადე საკომისიოს გარეშე

"ლიბერთის" ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან - 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე.

წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არა მხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard- ის ბარათითაც.

Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი.

მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ კამპანიის განახლება და დღეიდან, PAY.GE-ის ყველა სერვისზე, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდა  საკომისიოს გარეშე.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში. ” - განაცხადა დავით მესხიძე ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელმა.

“Mastercard, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო აქციას Pay.ge-სთან ერთად და ხელს ვუწყობთ Mastercard-ის ქართული და უცხოური ბარათების მფლობელებს, მარტივად და სწრაფად, თანაც საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ნებისმიერი გადასახადი ონლაინ სივრცეში”, - აღნიშნავს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.