უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში იცინიან და დასცინიან მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, "ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ყველაფერზე იმის გარდა, რაც მათი საქმეა".
"რეალობაში, იქნებ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობის მთავარ შეკითხვებს პასუხს იმაზე, რაც თქვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ვგულისხმობ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას, უმუშვრობას, რომელიც არის საქართველოში. თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და მერე იტყვით, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გაქვთ",- მიმართა ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press