კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, ირანის საკონსულოზე დარტყმას საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აგრესიის აქტია.
„ჩვენ არ ვიჩქარებდით დასკვნების გამოტანას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დარტყმების განხორციელება არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აგრესიის აქტი“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის იყო ორი გენერალი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press