Foto

ნეთანიაჰუ - ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ

ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

„სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ჩვენ ბოლომდე შევამოწმებთ და კავშირზე ვიმყოფებით მთავრობებთან. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.