ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მითითებით ბოდიშს არ მოიხდის.
"ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ - არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი, ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე. თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი", - განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია.
"მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press