Foto

ფინეთი უკრაინას დამატებით 188 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

ფინეთი, უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას დამატებით 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ შტუბბმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შტუბბმა აღნიშნა, ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აძლევს მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ სამხედრო მხარდაჭერას უწევს, რადგან უკრაინამ ომი მოიგოს.

"10-წლიანი შეთანხმება არის ფინეთის გრძელვადიანი ვალდებულების დადასტურება უკრაინის მხარდასაჭერად... ჩვენ ამ სამხედრო მხარდაჭერას არ ვაძლევთ მხოლოდ უკრაინას, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ჩვენ ამ სამხედრო მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, რომ მოიგოს ეს ომი", - განაცხადა შტუბბმა.