Foto

მეთიუ მილერი - ამ კანონის წინააღმდეგ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა

გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მილერი აღნიშნავს, საქართველო ცდილობს, ხელახლა დააბრუნოს კანონი, რომლის მიღებაც გასულ წელს ვერ მოხერხდა.

„ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა.