ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის 75 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე თქვა, "ამერიკა და ევროპა ერთად უფრო ძლიერი და უსაფრთხოა".
"ევროპას სჭირდება ჩრდილოეთ ამერიკა თავისი უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკას ასევე სჭირდება ევროპა. ევროპელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ მსოფლიო დონის სამხედროებს, ვრცელ სადაზვერვო ქსელებს და უნიკალურ დიპლომატიურ ბერკეტებს.
მე არ მჯერა მარტო ამერიკის ისევე, როგორც არ მჯერა მარტო ევროპის. მე მჯერა ამერიკის და ევროპის ერთად ნატოში, რადგან ჩვენ ერთად უფრო ძლიერები და უსაფრთხო ვართ“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press