კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც - ვის არ შეგიგინიათ ოჯახში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ თანაგუნდელთან, ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ადამიანმა [ბექა ოდიშარიამ] არმოსაწონი რაღაც პრივატულ საუბარში თქვა".
"ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ. კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე",- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, გუშინ, 3 აპრილს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press