სახლში იციან აქ რომ ხარ? - ვინც ფსიქო მოგცა, სახელი და გვარი მითხარი და მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ "ლელოს" წარმომდგენელ სალომე სამადაშვილს, რომელმაც მანამდე მისი ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.
ოდიშარიას შეფასებით, სამადაშვილმა "ახალი ფსკერი დაიპყრო".
"მე ვიცოდი, რომ ადამიანის აღზევებას და პროგრესს, სამწუხაროდ, აქვს საზღვარი, მაგრამ ვარდნას რომ არ ჰქონდა ფსკერი, ეს ზუსტად ვიცოდი. დღეს, მომსახურების ზონიდან რამდენიმე წლის გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო. წამოდი, სალომე, სალამს არ აძლევ არავის, ათი წელიწადია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე, ან გვერდზე მსხდომებს მაინც მიესალმე, საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ. აქამდე ვინც ფსიქო მოგცა, სახელი და გვარი მითხარი და მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა? ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს არც ადამიანის ღირსებას, ოჯახი მან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მოქმედებს მუდმივად საქართველოს წინაღმდეგ, როგორც დიპლომატი იყო წარმატებული, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსიც არის, მაგრამ ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენს ოჯახის წევრებსაც ამოგვივა და მერე ნახავ შენ, ვინ და რისი ღირსია და როგორ არის მართლა მიმართვის ღირსი... ეს ადამიანი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს გადამოწმებაზე - როცა გინდა, სადაც გინდა, ახლაც თუ შენ ფსიქო მოგცეს რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მაშინ რაც გინდა, ის მითხარი",- მიმართა ოდიშარიამ სამადაშვილს.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მის მიერ ქალების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი" ქალთა კვოტირების საკითხს არ ეხებოდა.
"ვფიქრობ, რომ მე ძალიან მკაფიოდ განვმარტე, რომ აბსოლუტურად არ იყო კავშირი ქალთა კვოტირებასთან და არ იყო დაკავშირებული ჩემი თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან. ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ აქტიურად.
მე ვფიქრობ, რომ გუშინ ადამიანურად, მათ შორის საკუთარ თავს და ღირსებას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და აქ მსხდომ ადამიანებს ვეცი პატივი და განვმარტე, თუ რა იყო და როგორ იყო... აგერ, წყლის დასალევად გასულ ადამიანს - კი ბატონო, ყველა შემთხვევაში, მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე ადამიანებს, ვინც აქ ბრძანდებიან, ჩემთვის ძალიან ძვირფას საზოგადოებას, ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი. რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია ამას? - გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინც და მაინც საკუთარ თავზე რომ იღებ - გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე. გრძელდება ხომ, არაფრად არ ადარდებთ, რა ითქვა და რა არ ითქვა. ეს არის შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების",- თქვა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, დღეს, 4 აპრილს "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ბექა ოდიშარიასა და "გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.
გუშინ, 3 აპრილს ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენა.
იმავე დღეს, მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, სიტყვით გამოსვლისას თქვა: "მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ. უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press