ლატვია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, 10 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ რიგაში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ერთი მილიონი ევროს ღირებულების დრონებს მოიცავს.
„დრონები შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას შეესაბამებიან. უკვე ამ თვეში გათვალისწინებულია სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი, კერძოდ, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, საბრძოლო მასალები და შეიარაღება, რომელიც გაგვაჩნია“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press