პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გააცნო.
„შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press