შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში ხელახლა წარდგენით.
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით. შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მე მივესალმე ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას. მე დღეს გავიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძოდ“, - ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press