ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სიკორსკი აღნიშნავს, ეს მისია მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატოს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ომში, თუმცა ჩვენ ახლა შევძლებთ, უკეთესად გამოვიყენოთ ნატოს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press