აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ისრაელს განუმარტა, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ისრაელი საშუალებას მისცემს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დროებით მიწოდებას აშდოდისა და ერეზის გადასასვლელებით, იორდანიის დახმარების გაზრდას კერემ შალომის გადასასვლელით“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press