ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიციირებას გამოეხმაურა.
როგორც კუბერნატმა აღნიშნა, კანონპროექტში სიტყვები "უცხო ძალა" მეგობრულად არ ჟღერს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის.
"საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში სიტყვები, "უცხო ძალა", ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის",- წერს კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press