ღაზას მოსახლეობას ახლა დახმარების ყველა პაკეტი სჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
ბერბოკმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, სწრაფად განახორციელოს თავისი გეგმები ერეზის გამშვები პუნქტისა და აშდოდის პორტის გახსნასთან დაკავშირებით, რათა ღაზას სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
„ღაზას მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარების ყველა პაკეტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ერეზის სასაზღვრო პუნქტისა და აშდოდის პორტის გახსნაზე დახმარების მიწოდებისთვის. ჩვენ ველით, რომ ისრაელის მთავრობა სწრაფად განახორციელებს თავის განცხადებებს“, - წერს ბერბოკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press