თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 4 პირი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
"თბილისში, ბოჭორმის ქუჩის N12-ში, მაღაზია"ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press