თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს, 7 აპრილს რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press