ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - ერთი ფეხსაცმლით მოსულები მილიონერები შეიქმნენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
"შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1 000 $-ით წავიდა ევროპაში და მიმტანად იმუშავა, რათა თავის რჩენა შეძლებოდა. ასეთი წესიერებით გავხდი პრემიერ-მინისტრიო და... და შეგიძლიათ, მხოლოდ მის დეკლარაციაში ნახოთ ეს ღარიბი, "წესიერი" ახალგაზრდა როგორ უეცრად გამდიდრდა; როგორ იხდის 500 000 ლარს ორ ავტომობილში; როგორ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეებში; როგორ დაიმტკიცა ტყეები; როგორ ხარჯავს წლიდან წლამდე 100 000-ობით ლარს და ამასობაში, როგორ გახდა მისი პენსიონერი, შეჭირვებული მამა მულტი მილიონერი.
ეს ადამიანი არის სარკე ხელისუფლების. 12 წლის განმავლობაში როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე; როგორ აიძულეს ასობით ათას ადამიანს, დაეტოვებინა სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყო; როგორ გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები.
26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, მასხრად აიგდონ ხალხი, დასცინონ და სათამაშოებად ჩათვალონ",- წერს ხაბეიშვილი.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press