Foto

ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - ერთი ფეხსაცმლით მოსულები მილიონერები შეიქმნენ

ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - ერთი ფეხსაცმლით მოსულები მილიონერები შეიქმნენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

"შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1 000 $-ით წავიდა ევროპაში და მიმტანად იმუშავა, რათა თავის რჩენა შეძლებოდა. ასეთი წესიერებით გავხდი პრემიერ-მინისტრიო და... და შეგიძლიათ, მხოლოდ მის დეკლარაციაში ნახოთ ეს ღარიბი, "წესიერი" ახალგაზრდა როგორ უეცრად გამდიდრდა; როგორ იხდის 500 000 ლარს ორ ავტომობილში; როგორ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეებში; როგორ დაიმტკიცა ტყეები; როგორ ხარჯავს წლიდან წლამდე 100 000-ობით ლარს და ამასობაში, როგორ გახდა მისი პენსიონერი, შეჭირვებული მამა მულტი მილიონერი. 

ეს ადამიანი არის სარკე ხელისუფლების. 12 წლის განმავლობაში როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე; როგორ აიძულეს ასობით ათას ადამიანს, დაეტოვებინა სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყო; როგორ გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები.

26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, მასხრად აიგდონ ხალხი, დასცინონ და სათამაშოებად ჩათვალონ",- წერს ხაბეიშვილი.