Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოეწუროს, თუ რუსეთი შორ მანძილზე დაბომბვას გააგრძელებს

უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოეწუროს, თუ რუსეთი შორ მანძილზე ინტენსიურ დაბომბვას გააგრძელებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელესკიმ აღნიშნა, უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"რაც შეეხება ამერიკის დახმარებას, მას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ დადებითი ხმა აშშ-ის კონგრესში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ვითარების მძევლები ვართ. სამწუხაროდ, უკრაინის საკითხი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი აშშ-ში საშინაო პოლიტიკის საკითხი გახდა...

მაგიდაზე ბევრი განსხვავებული ვარიანტია. ერთ-ერთი სენატორი ახლახან იყო აქ და მკითხა: "თანხმდებით თუ არა სესხის აღებას?“ მე ვკითხე, რა ვარიანტები არსებობდა. მან მითხრა: "კარგი, დავუშვათ, რომ ვარიანტები ასეთია: აიღოთ სესხი ან ვერ მიიღოთ ვერაფერი“. მე ვკითხე, რატომ მაძლევ ისეთ არჩევანს, სადაც არჩევანის საშუალება არ მაქვს, მოდი, ვიყოთ გულწრფელი ერთმანეთის მიმართ. ამიტომ, ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერ ვარიანტზე",- ამბობს ზელენსკი.