დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი უპირობო არ არის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
კამერონის თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ ველით, რომ ასეთი ამაყი და წარმატებული დემოკრატია, გამოწვევების დროსაც კი, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს დაემორჩილება",- თქვა კამერომა.
მისივე განცხადებით, თუ ისრაელი ღაზას სექტორში მეტ დახმარებას არ შეუშვებს, კონფლიქტის ზონაში მასობრივი შიმშილის მაღალი რისკი გაჩნდება.
"მალე დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ საზღვაო ხომალდს გააგზავნის",- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press