Foto

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - ხვალ მარში გაიმართება

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, ხვალ, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

"9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.