Foto

გალანტი - ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზადან მძევლების დაბრუნება უზრუნველყოს

ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზიდან მძევლების დაბრუნება უზრუნველყოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტის თქმით, „ჰამასზე“ ზეწოლა და პოზიციების გამტკიცება შესაძლებლობას აძლევს მათ, იყვნენ უფრო მოქნილები და თავისუფლები მოქმედებებში.

„იქნება რთული გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ამის საფასური, რათა დავიბრუნოთ მძევლები და შემდეგ დავუბრუნდეთ ბრძოლას“, - დასძინა გალანტმა.