უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის განცხადებით, „9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, დღედ „უდიდებულესი წამისა”.
„1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვეთებით, შემართებით და სიყვარულით, და ამასთან დაგვაფიქრებს კიდეც, გვასწავლის და გვაფრთხილებს”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press