35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში "ერთობის ფასი არაფერია".
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად, ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად, ჩვენ 35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს. ამიტომ, ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერია. ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!“- აცხადებს ხაბეიშვილი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press