ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის, იცით? როგორ შეიძლება, გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში და "დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, მიუღებელია".
"რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის - ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი",- ამბობს მდინარაძე.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press