Foto

ისრაელის საგარეო მინისტრი - თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

„ირანი თავისი ტერიტორიიდან თუ დაგვესხმება თავს, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას“, - წერს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის  2 გენერალი იყო.

მომხდარს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საკონსულოზე თავდასხმას ინანებს.